IT სპეციალისტი შეუერთდება კომპანიის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს და უზრუნველყოფს შიდა კომპიუტერული ქსელების, ტექნიკური გამართულობისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის მაღალ სტანდარტს.
ფუნქციებს განეკუთვნება, მათ შორის:
- კომპანიის თანამშრომელთა ყოველდღიური ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა (Helpdesk);
- კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები და სხვ.) ინსტალაცია, კონფიგურაცია და გამართული მუშაობის მონიტორინგი;
- ოპერაციული სისტემების (Windows, macOS) და საჭირო კორპორაციული პროგრამების დაყენება, განახლება და პრობლემების აღმოფხვრა;
- შიდა ლოკალური ქსელების (LAN, Wi-Fi), ინტერნეტ-კავშირისა და ქსელური მოწყობილობების მუშაობის კონტროლი;
- საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის აღრიცხვაში მონაწილეობა;
- ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილების ტექნიკური მომზადება და საოპერაციო სისტემებში წვდომების მართვა;
- შიდა საინფორმაციო უსაფრთხოებისა და IT პროცედურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მომიჯნავე სფეროში (განიხილება ბოლო კურსის სტუდენტებიც);
- IT Support-ის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
- Windows და macOS ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნა;
- კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური საფუძვლების (TCP/IP, DNS, DHCP) კარგი ცოდნა;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.